ავტორი:
11 November 2017
0
 
ასე მომზადებული ქათმის ხორცი შეგიძლიათ პირველივე ფაზიდან მიირთვათ.
ქათმის ფილე დაჭერით პატარა და თხელ ნაჭრებად. ასე უფრო გაგიადვილდებათ უცხიმოდ შეწვა და შიგნიდან უმიც არ დარჩება.
 ხორცი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, ზემოდან მოაყარეთ სუნელები, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ და დაელოდეთ 5-10 წუთი, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს.
 ტაფა გაახურეთ კარგად (უმჯობესია ისეთი ტაფა, რომელიც არ იკრავს). ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით 1-2 წვეთი ზეთი. ტაფაზე მოათავსეთ ქათმის ხორცი, დააფარეთ თავსახური და დაუწიეთ ცეცხლს. ერთ მხარეს რომ დაიბრაწება, გადმოატრიალეთ და შეწვით მეორე მხირდანაც. ბოლოს შეგიძლიათ დაუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და მწვანილები. გემრიელად მიირთვით!
 

რეგისტრაცია