ავტორი:
12 February 2017
1

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 2 დღის ულუფა


ინგრედიენტები:
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ ხორბლის ქატო
  • 60 გრ ხაჭო
  • 125 გრ 2%მდე ცხიმიანობის იოგურტი,მაწონი ან კეფირი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ უშაქრო დაბალცხიმიანი კაკაო
  • 4 ს/კ დამატკბობელის ფხვნილი ან დაფხვნილი 4 აბი დამატკბობელი
  • 2 ს/კ რძის ფხვნილი

მომზადების წესი:
შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს(შვრიის ქატო,ხორბლის ქატო,სახამებელი,გამაფხვიერებელი,კაკაო,დამატკბობელი და რძის ფხვნილი), დაუმატეთ კვერცხი,ხაჭო,მაწონი,კეფირი ან იოგურტი. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. კოვზით დასვით პერგამენტის ქაღალდზე. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
ორცხობილები გადაანაწილეთ მინიმუმ ორ დღეზე

Loading...

რეგისტრაცია