ავტორი:
02 February 2018
0

შეგიძლიათ მიირთვათ პირველი ფაზიდან

ინგრედიენტები:
  • რძის ფხვნილი 1.5 % 500 გრამი
  • წყალი 5 ლ
  • პეპსინი 2მლ
მომზადების წესი:
5 ლიტრ ცივ წყალში გახსენით 500 გრამი რძის ფხვნილი. შედგით მაცივარში 2-3 საათით.
გამოიღეთ მაცივრიდან,ჩაასხით ქვაბში და დადგით ცეცხლე. განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ 40°C-მდე.შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

ჩაასხით პეპსინი. 5 ლიტრზე საჭიროა პეპსინის თავსახურის ნახევარი .

აურიეთ. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 1-2 საათით.

დასერეთ შედედებული რძე.

ოდნავ აურიეთ. დატოვეთ 20 წუთით.

20 წუთის შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ამოიყვანეთ ყველი(გააკონტროლეთ რძის ტემპერატურა 45°C ზემოთ არ უნდა აიწიოს. საჭიროების შემთხვევაში გადმოდგით ცეცხლიდან).

ამოყვანილი ყველი, მოვათავსეთ საწურზე და  ხელით დააჭირეთ ზემოდან. ცოტა ხნის შემდეგ ამოაბრუნეთ ყველი საწურზე.
 მოაყარეთ მარილი და დატოვეთ გრილ ადგილას 5-6 საათი. შემდეგ ჩადეთ ყველი მარილწყალში (წათხი).
 გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია