ავტორი:
07 February 2017
0


  პიერ დუკანი დაიბადა 1941 წელს. ის არის ფრანგი ექიმი. მიუხედავად იმისა,  რომ მან თავისი სამედიცინო კარიერა ნევროლოგის სპეციალობით დაიწყო, დოქტორი დუკანი,  დღეს უკვე ცნობილია როგორც უბადლო დიეტოლოგი,  რომელიც მილიონობით ადამიანს ზედმეტი წონის დაკარგვასა და შენარჩუნებაში დაეხმარა.
მას შემდეგ,  რაც 20 წლის უცნაური კვლევები პიერ დუკანმა 2000 წელს თავის წიგნში “Je ne sais pas maigrir'' (მე არ ვიცი,  როგორ უნდა გავხდე) გამოაქვეყნა,  დიეტა მთელმა მსოფლიომ აიტაცა,  წიგნი კი ბესტსელერად იქცა.

პიერ დუკანი 74 წლისაა, 33 წლის წინ დაქორწინდა. ვაჟი 42 წლის ასაკში შეეძინა, ქალიშვილის მამა კი 47 წლის ასაკში გახდა. ამბობს, რომ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად სწორი კვების წყალობით გამოიყურება. ექიმ დუკანის გაყიდული წიგნების ტირაჟი 8 მილიონს უახლოვდება, მისი  დიეტის მიმდევართა რიცხვი კი 12 მილიონს აჭარბებს.

მას შემდეგ დიეტა არ კარგავს პოპულარობას. მისი მიმდევრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა - მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი,  ქეით მიდლტონი, მსახიობი პენელოპე კრუზი და სხვები.
 
 

 

რეგისტრაცია