ავტორი:
09 November 2017
0
 
დიეტის დროს მენიუს გასამრავალფეროვნებლად ხშირად ვიყენებთ დამხმარე პროდუქტებს:

კრემ-ხაჭო დაშვებულია პირველივე ფაზიდან, მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის. საქართველოში ძირითადად გვხვდება Danone-ს ან President-ის წარმოების.
გემოთი ჰგავს არაჟანს.
 

ჟელატინი უნდა იყოს დანამატების გარეშე. არის მოყვითალო ფერის ფხვნილი. დაშვებულია პირველივე ფაზიდან.

 შაქრის შემცვლელი იგივე ხელოვნური დამატკბობელი დაშვებულია ყველა ფაზაში. დაშვებული შაქრის შემცვლელებია: სტევია, სუკრაზიტი, საქარინი და ასპარტამი. შაქრის შემცვლელები გამოშვებულია ფხვნილის, აბების და სითხის სახით. ზოგადად ფხვნილი და სითხე განკუთვნილია ცხობისთვის, დამატკბობელი აბები კი ცხელი სასმელებისთვის(როგორიცაა ჩაი, ყავა), მაგრამ თუ აბები გაქვთ, ცხობისას შეგიძლიათ დაფხვნათ და ისე გამოიყენოთ.

 რძის ფხვნილი დაშვებულია მეორე ფაზიდან 3 ს/კ დღეში. უნდა იყოს მაქსიმუმ 1.5 % ცხიმიანობის.
  
 
 
კაკაო დაშვებულია მეორე ფაზიდან 1 ჩ/კ დღეში. მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის. ხოლო მეორე სურათზე არის 1 პროცენტიანი დუკანის კაკაო,რომელიც პირველივე ფაზიდან ულიმიტოდაა დაშვებული.

სიმინდის სახამებელი  საქართველოში ძირითადად იყიდება ასაწონი. იკითხეთ კარფურში, წერეთელზე თურსაში, ვაგზალზე პასაჟის 108 ნომერ მაღაზიაში.

გამაფხვიერებელი არის სოდის გაუმჯობესებული ვარიანტი. დაშვებულია პირველივე ფაზიდან.
 
ხორბლის ქატო დაშვებულია პირველივე ფაზიდან 1 ს/კ დღეში. 

რეგისტრაცია