ავტორი:
11 February 2017
0

მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა ბოსტნეულის დღეს, ეს არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 500 გრ ისპანახი
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ ხორბლის ქატო
  • 4 ს/კ დაბალპროცენტიანი რძის ფხვნილი
  • 1/2 კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს/კ ხაჭო 
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 180° ტემპერატურაზე. მოთუშეთ ისპანახი ტაფაზე სანამ დარბილდება. შეგიძლიათ ცოტა წყალიც დაუმატოთ. შემდეგ დააბლენდერეთ.
ჯამში ერთმანეთს აურიეთ ისპანახი,შვრიის ქატო, ხორბლის ქატო,რძის ფხვნილი,გამაფხვიერებელი,მარილი,პილპილი და კვერცხი.  
მაფინის ყალიბები ნახევრად გაავსეთ ამ მასით. შუაში ჩაუდეთ ხაჭო და ზემოდან ისევ ისპანახის მასა მოათავსეთ.
გამოაცხეთ დაახლოებით 20 წუთით,სანამ ოქროსფერს მიიღებს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ დააცადეთ 5 წუთი და შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან. 

რეგისტრაცია