დუკანური შოკოლადი

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის ორი დღის ულუფა.
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5 % ცხიმიანობის)
- 2 ჩ/კ კაკაო ( მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
- 70 მლ რძე ( მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
- შაქრის შემცვლელი გემოვნებით
- 1 ს/კ ჟელატინი
- ცოტა ვანილი
მომზადების წესი:
რძის ფხვნილი დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ.

ჩაყარეთ ჩოფერში ან ბლენდერში კაკაოსთან ერთად და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცალკე შეათბეთ რძე, არ აადუღოთ. გადმოდგით გაზიდან და დაუმატეთ დამატკბობელი და ჟელატინი. ურიეთ იქამდე, სანამ ჟელატინი კარგად გაიხსნება.
ბოლოს დაუმატეთ რძის ფხვნილის და კაკაოს ნარევი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს.

ჩაასხით სილიკონის ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში იქამდე, სანამ გამყარდება.

დაახლოებით 30-60 წუთში დუკანური შოკოლადები მზადაა. აქვს შოკოლადის ირისის გემო. გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
დუკანური შოკოლადი