ავტორი:
06 November 2017
4

დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა ბოსტნეულის დღეებში. 

ინგრედიენტები პურისთვის:
2 ს/კ შვრიის ქატო
1 ს/კ ხორბლის ქატო
1 კვერცხი
1 ს/კ 2%მდე ცხიმიანობის მაწონი
1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მარილი

ინგრედიენტები ბურგერისთვის

ქათმის ფილე ან ძროხის უცხიმო ხორცი 100 გრ
მარილი, პილპილი
სალათის ფოთოლი
პომიდორი
კიტრის მწნილი(უშაქროდ მომზადებული)
ხახვი
ტომატ-პასტა(უშაქრო)

მომზადების წესი:
პირველ რიგში ვაცხობთ პურს ბურგერისთვის. ამისათვის ერთმანეთს აურიეთ შვრიის ქატო, ხორბლის ქატო, გამაფხვიერებელი, კვერცხი, მაწონი და ცოტა მარილი. ცომი კოვზით მოათავსეთ სილიკონის ფორმაში ან საცხობ ქაღალდზე. გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე.
 
 მოამზადეთ კატლეტი. ამისათვის ჩოფერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარეთ ხორცი ცოტა ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი. შეგიძლიათ ერთი კვერცხიც დაუმატოთ, რომ ფარში კარგად შეიკრას. შეწვით ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.
 პომიდორი, ხახვი და კიტრის მწნილი დაჭერით თხლად. 1 ჩ/კ ტომატ პასტას დაუმატეთ 1 ს/კ წყალი და ცოტა მარილი.

 
ვამზადებთ ბურგერს. პურზე წაუსვით ტომატ-პასტა, დაადეთ სალათის ფოთოლი, კატლეტი და ისევ წაუსვით ტომატ-პასტა. შემდეგ მოათავსეთ პომიდორი.


 შემდეგ ხახვი და  კიტრის მწნილი.


 საბოლოოდ მეორე პური მოათავსეთ ზემოდან.
 
გემრიელად მიირთვით!
  

რეგისტრაცია