დუკანური შაურმა

დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა+ბოსტნეულის დღეს
ინგრედიენტები ბლინისთვის:
1 ც კვერცხი
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
მარილი
ინგრედიენტები შეგთავსისთვის:
200 გრ ქათმის ფილე
მარილი,სუნელები გემოვნებით
1 კიტრი
1 პომიდორი
სალათის ფოთლები
1 ხახვი
1 ს/კ ტომატ-პასტა(უშაქროდ დამზადებული)
მაიონეზისთვის:
100 გრ კრემ-ხაჭო
1 ც კვერცხის გული
1 ჩ/კ ზეთი
ცოტა უშაქრო მდოგვი ან მდოგვის ფხვნილი
1 ს/კ ლიმონის წვენი ან ძმარი
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაჭერით ქათმის ფილე თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და სუნელები (მე გამოვიყენე პაპრიკა და სვანური მარილი). შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე 1-2 წვეთ ზეთში,დაბალ ცეცხლზე.

1. ხორცს აცალეთ გაგრილება და შემდეგ დაჩეჩეთ, დაჭერით დანით პატარა ნაჭრებად ან ჩოფერში დააქუცმაცეთ.
2. დაჭერით კიტრი, პომიდორი, ხახვი და სალათის ფოთლები.
3. მოამზადეთ კეტჩუპი: 1 ს/კ ტომატ-პასტას დაუმატეთ მარილი, პილპილი და 2 ს/კ წყალი. კარგად აურიეთ.
4. მოამზადეთ დუკანური მაიონეზი. ამისათვის მოხარშული კვერცხის გული, კრემხაჭო, ძმარი, დაფხვნილი დამატკბობელი, მდოგვი და ზეთი კარგად ათქვიფეთ ერთად მიქსერით ან ხელის სათქვეფის გამოყენებით.

დაგვრჩა თხელი ბლინის მომზადება. ამისათვის ერთად ათქვიფეთ 1 კვერცხი, 1 ს/კ სიმინდის სახამებელი და მარილი. დაასხით ცომი ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან. გამოდის 2 ცალი საშუალო ან 1 დიდი ბლინი. გააჩნია ტაფის ზომას.
ბლინს წაუსვით მომზადებული კეტჩუპი, მაიონეზი, მოათავსეთ ხორცი, კიტრი, პომიდორი, ხახვი და სალათის ფოთლები.

გადაკეცეთ ბლინი და შებრაწეთ სენდვიჩმეიქერში ან ტაფაზე. გემრიელად მიირთვით!

პ.ს. სიმარტივისთვის შეგიძლიათ ბლინი შუაზეც გადაკეცოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები:
