ავტორი:
11 February 2017
3

დაშვებული პროდუქტები და სასმელები:

1. რომელი სასმელი შეიძლება დავლიო დუკანის დიეტის დროს წყლის გარდა?
   - შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ყავა,ჩაი, უცხიმო რძე,მინერალური გაზიანი წყალი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დიეტური სასმელები(დღეში არაუმეტეს 1 ჭიქისა),რომლებიც არ შეიცავენ შაქარს და კალორიებს. თუმცა წყალს ვერაფერი შეცვლის.

2. შეიძლება ალკოჰოლი გამოვიყენო საჭმლის მომზადების დროს?
   - საჭმლის მომზადების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ,რადგან ამ დროს ალკოჰოლი ორთქლდება.

3. შეიძლება დავლიო ალკოჰოლი დუკანის დიეტის დროს?
   - ალკოჰოლის დალევა იკრძალება გამყარების ანუ მესამე ფაზამდე.

4. შემიძლია გამოვიყენო პროტეინის დანამატები?

  - ჩვენ არ გირჩევთ პროტეინის დანამატებს დუკანის დიეტის დროს. იმის გამო არა რომ ის საშიშია ან უხარისხო. იმის გამო,რომ პროტეინის დანამატები არ წარმოადგენენ რეალურ საკვებს. თუ პროტეინის ფხვნილს იყენებთ წონაში დასაკლებად,ერთხელაც შეწყვეტთ მის მიღებას და დაუბრუნდებით რელურ საკვებს,რაც თქვენი წონის მომატებას გამოიწვევს. გარდა ამისა,პროტეინის ფხვნილები შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ცილებს,რომელმაც შეიძლება ორგანიზმი გამოფიტოს.

5. შეიძლება საღეჭი რეზინი დუკანის დიეტის დროს?
  - შეიძლება თუ იგი უშაქროა, მაგრამ ძალიანაც ნუ გადაამეტებთ,რადგან ამან შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

6. თქვენ გვირჩევთ ასპარტამის გამოყენებას,მაგრამ გავიგე რომ არც ისე კარგია ჯანმრთელობისთვის. შეიძლება მის მაგივრად შაქრის სხვა შემცვლელი გამოვიყენო?
  - შეგიძლიათ გამოიყენოთ Stevia, Splenda (Sucralose) ან სახარინი (შაქრის დაბალი შემცველობით).

7. შემიძლია მივირთვა სოსისი?
 - სოსისი აკრძალული არაა,თუ არ შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ყველს და დუკანის დიეტის დროს აკრძალულ სხვა დანამატებს(მაგალითად სოსისებს ხშირად ურევენ კანს, ხრტილებს და ა.შ.)

8. რამდენჯერ უნდა ვჭამო დღეში?
 - დუკანის დიეტის დროს იმდენჯერ უნდა მიირთვათ,რამდენჯერაც გაგიხარდებათ,მაგრამ მხოლოდ დაშვებული პროდუქტები.

9. დაშვებული პროდუქტების ჭამა მართლა განუსაზღვრელი რაოდენობით შემიძლია?
  - დიახ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თუ ქოლესტერინის საკითხი გაწუხებთ, შეზღუდეთ კვერცხის მიღება. მიირთვით მაქსიმუმ 2 კვერცხის გული კვირაში.
თუ ქოლესტერინის დონე ნორმაში გაქვთ,მაშინ დღეში მაქსიმუმ 2 კვერცხის გულია დაშვებული. კვერცხის ცილა კი იმდენი მიირთვით,რამდენიც გნებავთ.


დიეტის ეფექტები:

1.რაც დუკანის დიეტაზე ვარ, მიჭირს დაძინება. რაიმე რჩევას ხომ ვერ მომოცემდით?
  - დუკანის დიეტა და უძილობა ერთმანეთთან არანაირ კავშირშია. უძლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩაის და ყავის მოხმარება. როცა თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ნახშირწყლებს იღებს,უფრო მგრძნობიარე ხდება კოფეინის მიმართ. გაითავლისწინეთ,რომ ჩაი იმდენივე კოფეინს შეიცავს,რამდენსაც ყავა. განსაკუთრებით კი მწვანე ჩაი.  გირჩევთ შეზღუდოთ კოფეინის მიღება ან არ მიიღოთ საღამოს საათებში.

2. დიეტის დროს მაქვს კუნთების სპაზმი. რას მირჩევთ?
  - კუნთების სპაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს კალიუმის ნაკლებობით. გირჩევთ დაამატოთ კელტური მარილი საკვებს ან მიიღოთ დუკანის დიეტაში დაშვებული კალიუმის შემცველი პროდუქტები (ბროკოლი,თევზეული,მწვანილები,პომიდორი,ყვავილოვანი კომბოსტო).

3. ყაბზობას(შეკრულობა) ვუჩივი დიეტის დროს. რა გავაკეთო?
 - ყაბზობა მოსალოდნელია შეტევის ფაზის დროს, რადგან ცილები იწოვენ წყალს. შეკრულობის დროს თქვენს რაციონს დაუმატეთ 1 ს/კ ხორბლის ქატო და ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველი პროდუქები როგორიცაა ჩია, სელის თესლი. დალიეთ 2 ლიტრი წყალი დღეში.
თუ ძლიერ ყაბზობას უჩივით,მაშინ გირჩევთ ეწვიოთ ექიმს.

4. დიეტის დაწყების შემდეგ მაქვს დიარეა. რა არის ამის მიზეზი?
 - დიარეა შეიძლება დუკანის დიეტის გვერდითი ეფექტი იყოს, რადგან იმ საკვებს რასაც ახლა იღებთ,დიეტის დაწყებამდე არ მიირთმევდით დიდი რაოდენობით. იქნებ იმდენ რძეს სვამთ ვიდრე აქამდე სვამდით? იქნებ თქვენი ორგანიზმი ლაქტოზას ვერ იტანს? იქნებ საკვების რამდენიმე კომბინაციამ გამოიწვია ის? ან იქნებ დიდი რაოდენობით დამატკბობლებს იღებთ? დამატკბობლები და საღეჭი რეზინები არის დიარეის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. გადახედეთ თქვენს მენიუს რადგან რასაც მიირთმევთ,იწვევს დიარეას.


ვარჯიში:

1. მართლა საკმარისია დღეში 20 წუთი ფეხით სიარული?

  - 20 წუთი ფეხით სიარული მინიმუმია შეტევის ფაზისთვის,ხოლო 30 წუთი მინიმუმია მონაცვლეობის ფაზისთვის. ვინც დაამთავრა შეტევის ეტაპი,ყოველთვის ვურჩევთ რომ გააკეთონ მინიმუმზე მეტი, რადგან იგი ეხმარება წონის დაკლებაში და კუნთების ტონუსის მოყვანაში. მეტი დატვირთვა ამცირებს შეტევის ფაზის პერიოდს,რადგან ადამიანი სასურველ წონამდე უფრო მალე მიდის.

წონის გაყინვა:

1როგორ შევაჩერო წონის გაყინვა ?
 - ბევრი რძის პროდუქტის მიღებამ შეიძლება მეტაბოლიზმი შეანელოს,რადგან ისინი ბუნებრივად შეიცავენ ნახშირწყლებს. შეამოწმეთ პროდუქტის ეტიკეტები და დარწმუნდით,რომ ცხიმის და ნახშირწყლების დაბალი შემცველობა აქვთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. შეზღუდეთ მარილის მოხმარება, რადგან მარილი წყალს აკავებს ორგანიზმში. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.

2. 6 დღე ვიყავი შეტევის ფაზაზე. ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა დაიკლო სამჯერ მეტი ვიდრე მე. რამეს არასწორად ვაკეთებ? 
  - წონის კლება ინდივიდუალურია. ზოგიერთი თავიდანვე ბევრს იკლებს ,ზოგი კი შემდეგ ფაზაში უფრო იკლებს. თანაც მამაკაცები უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ქალბატონები.


დანამატები:

1.უნდა მივიღოთ დანამატები დუკანის დიეტის დროს?
  -დანამატები სავალდებულო არაა,თუმცა გირჩევთ მულტივიტამინების მიღებას. ასევე აუცილებლად მიირთვით ბოსტნეული მეორე ფაზიდან
ცილა-ბოსტნეულის დღეს.


სამედიცინო საკითხები:

1. მაქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. შემიძლია დუკანის დიეტის დაცვა?
 - ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იწვევს ჭარბ წონას. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები საჭიროებს ექიმის მიერ მკურნალობას. თუ ექიმი მკურნალობასთან ერთად დაგინიშნავთ დიეტას, შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში, მაგრამ შეიძლება უფრო ძნელად ვიდრე სხვებმა. დიეტის დაწყების წინ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.

2. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მაქვს. ეს დიეტა დამეხმარება წონის დასაკლებად?
 - დიახ. დუკანის დიეტა გეხმარებათ,რომ სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს . მაგრამ კონსულტაცია მაინც უნდა გაიაროთ ექიმთან.

3. ლაქტოზაზე ალერგიული ვარ. ეს ხელს შემიშლის რომ დუკანის დიეტა დავიცვა?
  - შეგიძლიათ რძის პროდუქტები სოიზე დამზადებული პროდუქტებით ჩაანაცვლოთ.



დიეტის დარღვევა:
1. დიეტა დავარღვიე. რა გავაკეთო?
 -  დუკანის დიეტა მიმტევებელი დიეტაა. თუ ცოტათი დაარღვიეთ, გააგრძელეთ დიეტა.მიირთვით ის, რაც მომდევნო დღის გეგმაში გქონდათ განსაზღვრული. შეიძლება წონის კლება ცოტა ხნით შეჩერდეს. თუ არღვევთ ხშირად ,მაშინ უნდ ამოაწყოთ რამდენიმე შეტევის ანუ ცილოვანი დღე,რომ კვლავ გააგრძელოთ წონაში კლება. 

2. დიეტა დავარღვიე მონაცვეობის ფაზაში. რა გავაკეთო?
 - თუ მხოლოდ ერთი დღით დაარღვიეთ, მომდევნო დღეს მიირთვით მხოლოდ ცილოვანი საკვები. თუ ერთ დღეზე მეტად დაარღვიეთ, 2 დღე მიირთვით მხოლოდ ცილოვანი საკვები და ივარჯიშეთ.

 

აწონვა:

1. დღის რომელ ნახევარშია უმჯობესი აწონვა?
 - უნდა აიწონოთ დილით,სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ. აიწონეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.


ქალური პრობლემები:

1. ორსულობის და ლაქტაციის დროს დასაშვებია დუკანის დიეტა?
   - არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ბავშვს ენიჭება. ორსულობის და ლაქტაციის შემდეგ კი დუკანის დიეტა ყვეალზე კარგია წონის დასაკლებად.

2. მენსტრუალური ციკლი:
  - მენსტრუაციამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება ორგანიზმში,რაც ნორმალურია. დალიეთ მეტი წყალი . მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ კვლავ განახლდება წონის კლება. 

3. მენოპაუზა
 - მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს წონაში კლების შეჩერება. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ რითი შეგიძლიათ ამის აღმოფხვრა.



მეთოდი:

1. როგორ ვიკლებთ წონაში თუ იმდენს ვჭამთ,რამდენიც გვინდა?
 - უამრავმა კვლევებმა აჩვენა ,როგორ ეხმარება ცილები წონის დაკლებაში. დუკანის დიეტაში დაშვებული 100 პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ პროტეინებს და არ შეიცავენ ცხიმებს, ეხმარება ორგანიზმს სწრაფად დანაყრებაში. წონაში იკლებთ სწრაფად მაგრამ შიმშილის გარეშე.

2. დუკანის დიეტა წონის კლების სწრაფი გზაა. რამდენადაა შესაძლებელი მალევე მოვიმატოთ დაკლებული კილოგრამები?
 - დუკანის დიეტა იწყება შეტევის ფაზით და შემდეგ მონაცვლეობის ფაზით,რომელსაც სასურველ წონამდე მიყავხართ. როცა მიაღწევთ თქვენს ნამდვილ წონას, შემდეგი ორი ფაზა გეხმარებათ რომ მომავალში არ დაუბრუნდეთ ძველ წონას. გამყარების ფაზაში ერთვება ენერგიის წყაროთი მდიდარი საკვები. ხოლო ბოლო ანუ სტაბილიზაციის ფაზა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ მას მთელი ცხოვრება მიყვებით, დაგეხმარებათ,რომ ახლოს იყოთ ნამდვილ წონასთან.

3. გამყარების და სტაბილიზაციის ფაზაში აუცილებელია ცილების დღე ხუთშაბათობით მოვაწყო?
 - თეორიულად არა. თუ აუცილებელია,გადაწიე ცილების დღე კვირის სხვა დღისთვის ,მაგრამ  აუცილებლად უნდა დაიცვა კვირაში ერთხელ!

4. წონაში სწრაფად კლებისთვის შეიძლება უფრო დიდხანს ვიყო შეტევის ფაზაზე?
 - არა. პირველ ფაზაზე 7 დღეზე მეტ ხანს ყოფნამ შეიძლება სერიოზული საფრთხე მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას.


შვრიის ქატო:

1. შემიძლია რამდენჯერმე ვჭამო შვრიის ქატო დღეში?
  - არა. აუცილებლად მიიღეთ მხოლოდ იმდენი,რამდენიც იმ ფაზისთვისაა დასაშვები,რომელ ფაზაშიც იმყოფებით.

2. დღის რომელ ნახევარია შვრიის ქატომ მიღება უკეთესი?
  - გშიათ დილით? მოამზადეთ შვრიის ქატოს ფაფა ან ბლინები გემრიელი და ნოყიერი საუზმისთვის. არ გაქვთ დრო სადილის მოსამზადებლად? მოამზადეთ დუკანური სენდვიჩი შვრიის ქატოს პურით შებოლილი თევზით,ლორით.
თუ შუადღით გიყვართ სასუსნავების მირთმევა, მიირთვით 5 საათზე. ეძებთ დიეტაში დაშვებულ ტკბილეულს?  მოამზადეთ ქატოსგან და დამატკბობლისგან ბლინები.
შვრიის ქატოს მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ!


დიეტის წესები:

1. დიეტის დროს შეიძლება მივირთვა სტაფილო და ჭარხალი? და თუ კი,რამდენი?
 - კი,მაგრამ კვირაში მხოლოდ 200 გრამი,ცილა-ბოსტნეულის დღეს. ჭარხალი და სტაფილო შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს. უმჯობესია მიირთვათ უმად ვიდრე მოხარშული. რადგან მოხარშულიდან უფრო ადვილად შეიწოვება შაქარი,ვიდრე უმი ბოსტნეულიდან.

2.შემიძლია იმდენი კვერცხი ვჭამო,რამდენიც მინდა?
  - თუ ქოლესტერინის პრობლემა არ გაქვთ მიირთვით 2 კვერცხის გული დღეში, ცილა რამდენიც გნებავთ.
თუ მაღალი ქოლესტერინის დოენ გაქვთ, მიირთვით მაქსიმუმ 2 ცალი კვერცხის გული კვირაში.ცილა რამდენიც გნებავთ.


ჯანმრთელობა:

1.რა არის დუკანის დიეტის გვერდითი ეფექტები?
  - შეკრულობა, რაც გამოწვეულია ცხიმის შემცველი პროდუქტების ნაკლებობით. ეს შეიძლება აიცილოთ თუ დღეში 2 ლიტრ წყალს მიიღებთ. ასევე დაგეხმარებათ შვრიის ქატოს დღიური დოზა.
   ცუდი სუნი პირის ღრუში,რაც ცილოვანი დიეტის თანმხლები მოვლენაა. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი და დალიეთ წყალი რეგულარულად ინტერვალებით. ცუდი სუნი მალევე გაქრება
  თავის ტკივილი,ესეც თან სდევს ცილოვან დიეტას. 2 ლიტრი წყლის მიღება და ყოველთვის დანაყრებული ყოფნა ამ სიმპტომებს მალევე გააქრობს.

რეგისტრაცია