ავტორი:
29 October 2017
3

დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები ბლინისთვის:
  • 1 ც. კვერცხი
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ მაწონი
  • ვანილი, შაქრის შემცვლელი გემოვნებით

მომზადების წესი:
კვერცხი და მაწონი ათქვიფეთ ერთად. დაუმატეთ შვრიის ქატო, ვანილი და შაქრის შემცვლელი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
ტაფა გაახურეთ კარგად. ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი. დაასხით ტაფაზე ცომი და შეწვით ორივე მხრიდან. რეცეპტით გამოდის 3 ცალი საშუალო ზომის ბლინი.

მოამზადეთ დუკანური ნუტელა.

ამისათვის დაგჭირდებათ:
  • 1 ც კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ კაკაო (მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
  • 2-3 აბი დამატკბობელი
  • უშაქრო ვანილი
  • 3 ს/კ რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
მომზადების წესი:
 კვერცხის გული ათქვიფეთ რძესთან ერთად. დაუმატეთ დაფხვნილი დამატკბობელი, ვანილი და კაკაო.
ცოტა ხნით მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. 1-2 წუთი ურიეთ განუწყვეტლივ. მასა გასქელებას დაიწყებს. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, აცადეთ გაგრილება.
 გაგრილების შემდეგ ნუთელა წაუსვით ბლინებს და გადაკეცეთ. გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია