ავტორი:
27 October 2017
1

დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 200 გრ. კრემ-ხაჭო ან დუკანური მაიონეზი
  • მარილი,პილპილი,სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
1. დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო პატარა ნაჭრებად.
2. მოხარშეთ ადუღებულ წყალში დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ცალკე ჯამში.
3. გაახურეთ ტაფა, ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი და შეწვით ყველა მხრიდან საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
4. როცა გაგრილდება დაუმატეთ კრემ-ხაჭო ან დუკანური მაიონეზი.
5. დაუმატეთ მარილი,პილპილი და სუნელები(მე გამოვიყენე პაპრიკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,ხმელი ქინძი).
აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია