გოგრის ბლინები : დუკანური რეცეპტი

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა
ინგრედიენტები:
- მოხარშული გოგრის რბილობი 3 ს/კ
- 1 ც. კვერცხი
- 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 2 ს/კ შვრიის ქატო
- 2 ს/კ 2%მდე ცხიმიანობის მაწონი
- 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ვანილი, შაქრის შემცვლელი, დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშული გოგრის რბილობი დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მიღებულ ბლინის ცომს დააცადეთ 10-15 წუთი,რომ ქატო გაფუვდეს.

კარგად გაახურეთ ტაფა, ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი და დაასხით ბლინის ცომი.

შეწვით ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
გოგრის ბლინები