ავტორი:
18 October 2017
5
 
დაშვებულია პირველივე ფაზიდან.

 ინგრედიენტები:
  • 1 კგ. ქათმის ფილე
  • 2 ც. კვერცხი
  • 50 მლ რძე
  • პატარა ხახვი ან რამდენიმე კბილი ნიორი
  • მარილი,პილპილი,სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის ფილე დააბლენდერეთ ხახვთან,კვერცხთან და რძესთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი,თუ გნებავთ სუნელებიც.

შესაფუთ ცელოფანზე მოათავსეთ 2 კოვზი ფარში.

გადაახვიეთ ცელოფანი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

გადაკვანძეთ ცელოფნის ბოლოები.
სოსისი მოათავსეთ ადურებულ წყალში 15 წუთი.
შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული,
ან შეწვით გრილზე ან ტაფაზე. გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია