ავტორი:
14 October 2017
1
 
ძალიან ბევრი კითხულობს როგორია დუკანის დიეტის დღიური მენიუ. დუკანის დიეტის დროს კვებაში შეზღუდული არ ხართ. მთავარია დღის განმავლობაში აუცილებლად მიირთვათ შვრიის ქატოს დღიური ნორმა, ხორცი ან თევზი. დანარჩენი უკვე თქვენი გემოვნების საკითხია. რაც მთავარია,საათობრივად კვება არ გიწევთ. ნუ ენდობით სხვის მიერ შედგენილ მენიუს, დღიური მენიუ შეადგინეთ თქვენ თვითონ, თქვენი გემოვნების, თავისუფალი დროის და ფინანსების გათვალისწინებით.

პირველი ფაზის პროდუქტები დაახლოებით ასე გამოიყურება:

• აუცილებელია 1,5 ს/კ შვრიის ქატო,რომლისგანაც უნდა მოამზადოთ წყალზე ან რძეზე დამზადებული ფაფა. თუ ფაფები არ გიყვართ მოამზადეთ ხაჭოიანი ბლინები, რძიანი ქატოს დესერტი, შვრიის ქატოს პური, შვრიის ქატოს ბლინები. ქატო შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
• დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიირთვათ ჩამონათვალიდან მინიმუმ ერთ-ერთი მაინც: ძროხის უცხიმო ხორცი, საქონლის გულ-ღვიძლი, ყველანაირი თევზი(გარდა ზეთიანი კონსერვებისა), ქათმის ხორცი კანგაცლილი, ქათმის ღვიძლი ან კუჭი, კურდღლის ხორცი,ინდაურის ხორცი.


• დღის განმავლობაში ასევე დაშვებულია 2 ც კვერცხის გული. კვერცხის ცილა რამდენიც გნებავთ მიირთვით.
რძის პროდუქტები მაქსიმუმ 800 გრ. 2%-მდე ცხიმიანობის: რძე, მაწონი, ხაჭო, კრემხაჭო, კეფირი. სამწუხაროდ დაბალი ცხიმიანობის ყველს საქართველოში ვერ ნახავთ.
• ყავა და ჩაი დალიეთ რამდენიც გნებავთ. რა თქმა უნდა უშაქრო,ან გამოიყენეთ შაქრის შემცვლელები(სტევია,სუკრაზიტი,საქარინი,ასპარტამი)
მიირთვით მაშინ, როცა მოგშივდებათ. ბოლო კვება უნდა იყოს დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე. 

• არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის დალევა.
დაშვებულია მცირე რაოდენობით მარილი,სუნელები,ნიორი,ხახვი და მწვანილები. ასე რომ, ჩართეთ ფანტაზია და დაშვებული • პროდუქტებით მოამზადეთ გემრიელი კერძები: შეწვით უცხიმოდ, მოხარშეთ ან მოთუშეთ.

 შეგიძლიათ რეცეპტებს ჩვენს საიტზე გადახედოთ.
რეცეპტები პირველი ფაზისთვის იხილეთ აქ: 〉 
პირველი ფაზის რეცეპტები


მეორე ფაზის მენიუ:
• მეორე ფაზაში ერთ დღეს მიირთმევთ ისევ ცილოვან საკვებს, ანუ რაც პირველ ფაზაში იყო დაშვებული, მეორე დღეს მიირთმევთ ცილოვან საკვებს და დაშვებულ ბოსტნეულს.
• ამ ყველაფერს ემატება ასევე დამხმარე პროდუქტები. არ დაგავიწყდეთ შვრიის ქატო დღეში 2 ს/კ. წყალი ისევ 2 ლიტრი დღის განმავლობაში.
• დაშვებული პროდუქტების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: დუკანის დიეტაში დაშვებული 100 პროდუქტი 
ამ პროდუქტებით შეგიძლიათ მოამზადოთ ტკბილეული, წვნიანები, სალათები...
გაითვალისწინეთ, ხილი ამ ფაზაშიც აკრძალულია!
• მეორე ფაზის რეცეპტები იხილეთ აქ: 〉 რეცეპტები მეორე ფაზისთვის


მესამე ფაზის მენიუ
• მესამე ფაზაში უკვე ყველა დღეს დაშვებულია ცილოვანი საკვები და ბოსტნეული. ამ ყველაფერს დაუმატეთ უკვე 2 ნაჭერი პური, 200 გრ ხილი(ბანანის,ყურძნის,ლეღვის,ალუბლის და ბლის, გარდა), 40 გრ ყველი. 
• არ დაგავიწყდეთ შვრიის ქატო დღეში 3 ს/კ და 2 ლიტრი წყალი.
• კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა დაიცვათ ცილოვანი დღე ხუთშაბათი, ანუ ამ დღეს იღებთ მხოლოდ ცილოვან საკვებს! 
• კვირაში 1-2 ჯერ(გააჩნია გამყარების რომელ ნახევარში ხართ) შეგიძლიათ მიირთვათ 200 გრ სახამებლის შემცველი პროდუქტები (მაგალითად მაკარონი,ლობიო,სიმინდი,ბარდა,წაბლი,ბრინჯი,წიწიბურა,უცხიმოდ მომზადებული მჭადი,ჰერკულესი და ა.შ)
• კვირაში 1-2 ჯერ(აქაც გააჩნია გამყარების რომელ ნახევარში ხართ) დაშვებულია სადღესასწაულო სადილი,ანუ ნებისმიერი დესერტი მცირე ულუფა, ნებისმიერი კერძი ესეც მცირე ულუფა და 1 ჭიქა წითელი ღვინო. 

მეოთხე ფაზის მენიუ:
 • ამ ფაზაში უკვე უბრუნდებით არადიეტურ კვებას. 
 • შეძლებისდაგვარად იკვებეთ ჯანსაღად. 
 • დაკავდით ფიზიკური აქტივობით. 
 • ხუთშაბათობით აუცილებლად მოაწყეთ ერთი ცილოვანი დღე და მიირთვით 3 ს/კ ქატო დღის განმავლობაში. 
ეს ყველაფერი დაგეხმარებათ,რომ ძველ წონას აღარ დაუბრუნდეთ. 

რჩევა: დიეტაში დაშვებული პროდუქტები აუცილებლად მოიმარაგეთ წინასწარ. ეს დაგეხმარებათ, რომ შიმშილის დროს სხვა რამ არ შემოგეჭამოთ. 

რეგისტრაცია