ავტორი:
13 October 2017
2
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა-ბოსტნეულის დღეებში.

ინგრედიენტები:
  • 2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ზეთი
  • 2 ს/კ კრემხაჭო
  • რამდენიმე ღერი ოხრახუში და ქინძი
  • მარილი,პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში ბადრიჯანი რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
მომზადების რამდენიმე ვარიანტი გაქვთ.
1. შეგიძლიათ შეწვათ გრილზე კანიანად,
2. ორად გაჭერით, გაახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე 45-50 წუთი.
3. შეგიძლიათ მოათავსოთ გაზზე, ისე,როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ მოათავსეთ ცივ წყალში და მოაცალეთ კანი.


კანგაცლილი ბადრიჯანი დაჭერით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კრემხაჭო, ლიმონის წვენი,მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთს ჩანგლით. ბოლოს დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეთი და მწვანილები. მიირთვით დუკანურ პურთან ერთად.

ტეგები:
ბაბა განუში
რეგისტრაცია