ავტორი:
08 October 2017
0

 დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა+ბოსტნეულის დღეებში. არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 1 ც სტაფილო
  • 1/4 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1/2 პატარა თავი ბროკოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ხახვი
  • 1 ც. კვერცხი
  • სუნელები,მარილი,პილპილი გემოვნებით
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 ს/კ ხორბლის ქატო

მომზადების წესი:
სტაფილო,ყვავილოვანი კომბოსტო,ბროკოლი,ხახვი და ნიორი მოათავსეთ ჩოფერში და დააქუცმაცეთ,შემდეგ კი ორმაგ დოლბანდში გაწურეთ კარგად. დაუმატეთ კვერცხი,მარილი და სუნელები. თითო სუფრის კოვზი ნარევით გააკეთეთ მცირე ზომის კატლეტები. თითოეული ამოავლეთ შვრიის და ხორბლის ქატოს ნარევში.
მომზადება ორნაირად შეგიძლიათ:
 1. ტაფა გაახურეთ კარგად,ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით 1-2  წვეთი ზეთი და შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე.
 2. გაახურეთ ღუმელი,საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ კატლეტები და მოათავსეთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთი.
შეგიძლიათ მიირთვათ ძაძიკის სოუსთან, დუკანურ მაიონეზთან, ტარტარის სოუსთან ერთად.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ტომატ პასტის სოუსი. აურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ უშაქრო ტომატ-პასტა და 4 ს/კ წყალი,დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით.

Loading...

რეგისტრაცია