ავტორი:
04 October 2017
2
 დაშვებულია პირველივე ფაზიდან. არის ერთი დღის ულუფა
ინგრედიენტები:
  • 500 გრ ქათმის ღვიძლი
  • 2 ც მოხარშული კვერცხი
  • 150 მლ დაბალცხიმიანი რძე
  • 1 ც ხახვი
  • მარილი,პილპილი

მომზადების წესი:
ღვიძლები კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ. მოათავსეთ ტაფაზე დაჭრილ ხახვთან ერთად და დაუმატეთ რძე. დადგით დაბალ ცეცხლზე და დაახურეთ თავსახური. კარგად რომ მოიხარშება,გადმოდგით ცეცხლიდან. ცოტა ხანი გააგრილეთ და დააბლენდერეთ 2 ცალ კარგად მოხარშულ კვერცხთან ერთად. ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი. პაშტეტი მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ დუკანურ პურთან ერთად.

რეგისტრაცია