ავტორი:
10 February 2017
1

მიირთვით მონაცვლეობის ფაზიდან. 

ინგრედიენტები:
  • 4 კვერცხი
  • 2 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • დამატკბობელი აბი 25ც
  • 2 ს/კ დაფული შვრიის ქატო
  • 3 ს/კ უშაქრო კაკაო
  • 100 გრ. კრემხაჭო
  • 4 ს/კ რძე 0,5% - 1.5%
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. თასში ერთმანეთს აურიეთ კვერცხის გულები , გამაფხვიერებელი, სიმინდის სახამებელი, ფქვილი, შვრიის ქატო და 2 ს/კ კაკაო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 15 ცალ დამატკბობელ აბს დაასხით ძალიან ცოტა ცხელი წყალი რომ გაიხსნას და შემდეგ დაამატეთ კვერცხის მასა.
ცილები ათქვიფეთ ცალკე გათეთრებამდე . ფრთხილად აურიეთ კვერცხის გულის მასას.
საცხობ ყალიბში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი,ჩაასხით ბისკვიტის მასა და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 8 წუთით. გამოიღეთ გამომცხვარი ბისკვიტი ღუმელიდან,ფრთხილად მოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი და აცადეთ გაგრილება.
დაჭერით გაგრილებული ბისკვიტი სამ ოთხკუთხედ ნაწილად.

კრემი: ათქვიფეთ მიქსერით 100 გრამი კრემიხაჭო, 1 ს/კ კაკაო, დაფხვნილი დამატკბობელი აბი 10 ცალი და 4 ს/კ დაბალპროცენტიანი რძე.
ააწყვეთ ნამცხვარი. საბოლოოდ უნდა გამოგივიდეთ  ბისკვიტის  ფენა და კრემის ფენა.



 

რეგისტრაცია