ავტორი:
09 February 2017
0

მიირთვით მონაცვლეობის ფაზაში ცილა-ბოსტნეულის დღეს.

ინგრედიენტები:
  • 2 ცალი ქათმის ფილე
  • 1 ყაბაყი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • თეთრი კომბოსტოს რამდენიმე ფურცელი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჭარხალი
  • 2 პომიდორი
  • 1 ლიტრი წყალი
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
მოვხარშოთ ქათმის ფილე 25 წუთი. ამოიღეთ ბულიონიდან, დაჭერით პატარა ნაჭრებად და უკან ჩააბრუნეთ. ცალკე მოხარშეთ ჭარხალი, დაჭერით კუბებად და ისიც ჩაყარეთ ბულიონში. ბოლოს დაჭერით კომბოსტო,სტაფილო და ყაბაყი და დაუმატეთ ბულიონში. ცალკე მოთუშეთ ერთად ბულგარული წიწაკა, ხახვი და პომიდორი. შეურიეთ ბულიონს და მიიყვანეთ ადუღებამდე.  მარილი,პილპილი და მწვანილი გემოვნებით.
არაჟნის ნაცვლად მიირთვით უცხიმო ხაჭოსთან ერთად.

რეგისტრაცია