ავტორი:
09 February 2017
1

მიირთვით მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 2 ც კვერცხი
  • 4 ს/კ დაბალპროცენტიანი რძე
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ ხაჭო 0%-იანი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი,დაუმატეთ რძე,გამაფხვიერებელი,ხაჭო,სახამებელი. თუ ტკბილი გნებავთ დაუმატეთ უშაქრო ვანილი და დამატკბობელი. თუ მარილიანი გნებავთ მაშინ ცოტა მარილი დაუმატეთ.
ბლინი დაასხით ჩამჩით კარგად გახურებულ ტეფალის ტაფაზე .

შიგთავსი შეგიძლიათ გაუკეთოთ ნებისმიერი, ხაჭოდან დაწყებული ხორცით და ბოსტნეულით დამთავრებული.

ხაჭოს შიგთავსი:
დაგჭირდებათ ერთი შეკვრა 0%იანი ხაჭო,მოათავსეთ ტაფაზე , დაბალ ცეცხლზე.  დაუმატეთ მარილი და ურიეთ იქამდე სანამ ხაჭო არ გათხელდება. წაუსვით ბლინის მასას და გადაახვიეთ.

ხორცის შიგთავსი:
მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში,დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით.

კვერცის შიგთავსი:
წვრილად დაჭერით 2 მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ უცხიმო არაჟანი ან მაწონი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა. მარილი და პილპილი გემოვნებით.

სოკოს და ქათმის შიგთავსი:
დაგჭირდებათ ქამა სოკო, ქათმის ფილე, ცოტა ხახვი.მარილი და პილპილი.
1 ს/კ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო და დატოვეთ კიდევ 15 წუთი. ბოლოს ვუმატებთ მოხარშულ დაჭრილ ქათმის ფილეს და ვურევთ.


ბოსტნეულის შიგთავსი:
დაჭერით ბულგარული წიწაკა, სტაფილო,კომბოსტო და ხახვი წვრილად. მოშუშეთ ტაფაზე. დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით. ასევე მწვანილი

რეგისტრაცია