ავტორი:
09 February 2017
2

შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზიდან, ესაა 4 დღის ულუფა


ინგრედიენტები:

  ბისკვიტი:
  • 2 კვერცხი
  • ვანილი
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • 2 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ მაწონი
  • 4 ს/კ დაფქვილი შვრიის ქატო
  • 2 ს/კ კაკაო
კრემი:
  • 400 გრ 0%იანი ხაჭო
  • ვანილი
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • 250 მლ რძე
  • 3 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 15 გრ ჟელატინი
მინანქარი:
  • 3 ს/კ კაკაო
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • ვანილი
  • 150 მლ რძე
  • 15 გრ ჟელატინი

მომზადების წესი:

ბისკვიტი: გათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა გათეთრებამდე, დაუმატეთ გულები, დამატკბობელი,ვანილი,2 ჩ/კ სახამებელი, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი,
3 ს/კ მაწონი, 3 ს/კ შვრიის ქატო, 2 ს/კ კაკაო. გამოაცხეთ ისეთ ფორმაში, საიდანაც ბისკვიტის ამოღებას ადვილად შეძლებთ. ცხვება 180 გრადუსზე
დაახლოებით 12 წუთი.

კრემი: 2 შეკვრა ხაჭო გათქვიფეთ,დაუმატეთ ვანილი, დამატკბობელი.
250 მლ რძეს დავუმატოთ 3 ს/კ სახამებელი, დამატკბობელი, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. დაუმატეთ 15 გრ ჟელატინი. როცა გასქელდება, გადმოდგით და გააგრილეთ. როცა გაგრილდება ნელ-ნელა შეათქვიფეთ ხაჭოს მასას. ეს კრემი ფორმაშივე წაუსვით ბისკვიტს და ზემოდან მოასხით მინანქარი.

მინანქარი: 150 მლ რძე, დამატკბობელი,ვანილი, ჟელატინი და კაკაო აურიეთ ერთმანეთში. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ. როცა მზად იქნება 2 წუთი შეაგრილეთ და მოასხით ნამცხვარს.
 

რეგისტრაცია