ავტორი:
10 August 2017
2
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა+ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • 1-2 ც ხახვი
  • 4-5 ც ბულგარული წიწაკა
  • 5-6 ც ბადრიჯანი
  • 2-3 ც პომიდორი
  • მარილი, სუნელები, მწვანილები გემოვნებით

მომზადების წესი:
ცალ-ცალკე დაჭერით ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და კანგაცლილი პომიდორი.
პომიდორს ადვილად რომ გააცალოთ კანი, დაასხით ადუღებული წყალი, ერთი წუთი დატოვეთ და შემდეგ მარტივად გაფცქვენით.

 დაჭერით მწვანილები წვრილად. მე გამოვიყენე ქინძი და რეჰანი.
 ქვაბი დადგით გაზზე , ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით 1-2 წვეთი ზეთი და მოთუშეთ ხახვი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ხახვი მოითუშა, დაამატეთ  წვრილად დაჭრილი პომიდორი. პომიდვრის შემდეგ 5 წუთში ქვაბში უკვე უნდა ჩაყაროთ ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. ბოლოს კი ჩაასხით ქვაბში იმ რაოდენობის წყალი, როგორი სისქის კერძიც გსურთ მიიღოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ უშაქრო ტომატ პასტაც. თავზე დააფარეთ ქვაბს და მოთუშეთ ყველაფერი ერთად. როცა მზად იქნება დაუმატეთ მარილი,სუნელები და მწვანილები თქვენი გემოვნებით.


 უგემრიელესი აჯაფსანდალიც მზადაა. გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია