ავტორი:
11 July 2017
0
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან. ეს არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
  • 6 ს/კ რძის ფხვნილი
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ ხორბლის ქატო
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 4 ც კვერცხი
  • 150 მლ კეფირი
  • ხელოვნური დამატკბობელი

ინგრედიენტები კრემისთვის:
  • 350 მლ რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • ვანილი
  • ხელოვნური დამატკბობელი

მომზადების წესი:
რძის ფხვნილი მოხალეთ ტაფაზე,სანამ ოქროსფერი გახდება. ეს ნამცხვარს უფრო გემრიელს გახდის.

 მოხალული და გაგრილებული რძის ფხვნილი დააქუცმაცეთ ჩოფერში. დაუმატეთ შვრიის და ხორბლის ქატო, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, დამატკბობელი, კეფირი და კვერცხის გულები. კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ ცალკე და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს. აურიეთ ფრთხილად. მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. გამოაცხეთ 18-20 სმ დიამეტრის მქონე ყალიბში, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
მოამზადეთ კრემი:
რძე და კვერცხი ათქვიფეთ კარგად და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ სიმინდის სახამებელი და დამატკბობელი.
დაუმატეთ 2-3 ს/კ თბილი რძე, გახსენით კარგად და დაუმატეთ რძეს, როცა ადუღების პირას იქნება. ურიეთ განუწყვეტლივ. რომ გასქელდება გადმოდგით და გააგრილეთ. დაუმატეთ ვანილი.
 ბისკვიტებს წაუსვით კრემი. 1-2 ს/კ ბისკვიტის ცომი გადაინახეთ და გამოაცხეთ საცხობ ქაღალდზე თხელი ხრაშუნა ფირფიტა. დაფხვენით და ზემოდან მოაყარეთ ნამცხვარს.

 გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია