ავტორი:
07 July 2017
3
დაშვებულია პირველივე ფაზიდანვე

ინგრედიენტები:
  • ხსნადი ყავა
  • ხელოვნური დამატკბობელი
  • რძე მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის
  • წყალი

მომზადების წესი:
გემრიელი ყავისთვის დაგვჭირდება ყავის ყინული. ამისათვის 1 ჩ/კ ხსნად ყავას დაასხით ადუღებული 150 მლ წყალი,ჩაასხით ყინულის ფორმებში
და გაყინეთ.
 ცალკე ყავა ათქვიფეთ დამატკბობელთან და 1 ს/კ წყალთან ერთად(თუ დამატკბობელი აბები გაქვთ წინასწარ დაფხვენით).  
1. ჭიქაში ჩაასხით ცივი რძე
2. დაუმატეთ ყავის ყინულები
3. დაასხით ცივი წყალი და ათქვეფილი ყავა. გემრიელად მიირთვით!


 შეგიძლიათ მეორენაირადაც მოამზადოთ. ამისათვის ჭიქა გაავსეთ ყავის ყინულებით, დაუმატეთ ცივი რძე, რომელსაც წინასწარ დამატკბობელი აქვს არეული.
ყინულები რძეში ნელ-ნელა დადნება. ასეც უგემრიელესია.

რეგისტრაცია