ავტორი:
05 July 2017
1
 
მიირთვით მეორე ფაზიდან ცილა+ბოსტნეულის დღეს

ინგრედიენტები:
  • ყვავილოვანი კომბოსტო(1 პატარა თავი)
  • 1 ც კიტრი
  • 250 გრ კრემხაჭო
  • ცოტა ტარხუნა
  • მარილი,პილპილი,სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო პატარა ნაჭრებად. დააქუცმაცეთ ჩოფერში. ტაფაზე დაასხით 1-2 წვეთი ზეთი. მოათავსეთ დაქუცმაცებული კომბოსტო და მოთუშეთ.  დაახლოებით 10 წუთში მზადაა. გადმოდგით გასაგრილებლად.
 კიტრი კანიანად დაჭერით წვრილად. შეურიეთ ერთმანეთს გაცივებული ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი კიტრი, ძალიან ცოტა ტარხუნა და კრემხაჭო.
მოაყარეთ მარილი,პილპილი და სუნელები თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია