ავტორი:
03 July 2017
0
 

 მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები:


1. წვავს ცხიმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები, ტოქსინები, ზედმეტი სითხე და ხელს უწყობს ცხიმების წვას;
2. მწვანე ჩაი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის- ის არეგულირებს ორგანიზმში გლუკოზის დონეს.
3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ის სასარგებლოა სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან;
4. შეიცავს ანტიოქსიდანტებს,რომლებიც დაბერებას უშლის ხელს. ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას;
5. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომ, თუ ისედაც დაბალი წნევა გაქვთ, მაშინ მაინცდამაინც ბევრს ნუ დალევთ;
6. აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან;
7. გაძლევთ ენერგიას და ტვინს ეხმარება ფუნქციონირებაში. მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან. აქედან გამომდინარე , მეცნიერები მიიჩნევენ , რომ ეს სასმელი ეფექტურია ალცჰეიმერის სინდრომსა და პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველად.
8. ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს;
9. მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია მოკლას პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგები პაციენტებს ურჩევენ , რომ მწვანე ჩაი სვან, რათა თავიდან აიცილონ კარიესი, კბილისა და ღრძილების დაავადებები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
10.იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან;

უკუჩვენება: გაითვალისწინეთ,რომ მწვანე ჩაი არ არის რეკომენდებული ორსულობისას და ბავშვის ძუძუთი გამოკვებისას, ანემიისას, ქრონიკული გაღიზიანებისას, მოუწესრიგებელი სისხლდენისას (შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს), დიაბეტისას (ამ დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი), გლაუკომისას (ზრდის თვალშიგა წნევას). ნუ დალევთ მწვანე ჩაის,თუ პარარელურად იღებთ ანტიკოაგულანტებს(სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები).
არ შეიძლება დოზის გადაჭარბება, რადგან იგი შეიცავს კოფეინს და ასევე არის შარდმდენი. დღეში 1-2  ფინჯანი საკმარისია.  

მომზადების წესი:
ჭიქაში მოათავსეთ ნახევარი ჩ/კ ჩაი. წ დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი (ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 გრადუსს) და გააჩერეთ
2-3 წუთი. გადაწურეთ და ამის შემდეგ ჭიქა შეავსეთ ბოლომდე წყლით.

ტეგები:
მწვანე ჩაი
რეგისტრაცია