ავტორი:
29 June 2017
3

აქვს 0 კალორია. შეგიძლიათ ყოველ დღე მიირთვათ 

რა არის დეტოქს წყალი ?
დეტოქსი ეს არის _ ჩვეულებრივი წყალი, დაყენებული რამდენიმე ინგრედიენტისგან, რომლის დახმარებითაც ხდება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფა, ხდება სხეულის მთლიანად გაწმენდა. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით. ბევრს არ შეუძლია დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღება, მაგრამ ამ არომატული წყლის დალევა ბევრად სასიამოვნოა.
ლიმონი ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში, საკვების მონელებაში. აძლიერებს იმუნიტეტს;
კიტრი ორგანიზმში დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
პიტნაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და სასმელს ანიჭებს ბუნებრივ სიტკბოს.

 ინგრედიენტები:
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი კიტრი
  • პიტნის ფოთლები 10 ცალი 
  • 1 ჩ/კ გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ლიტრი ანადუღარი წყალი

მომზადების წესი:
გარეცხეთ კარგად ლიმონი და კიტრი. დაჭერით თხლად. მოათავსეთ მინის ჭურჭელში პიტნის ფოთლებთან და გახეხილ ჯანჯაფილთან ერთად(მე პიტნა არ მქონდა,ამიტომ მის გარეშე გავაკეთე).
დაუმატეთ ანადუღარი წყალი(ადუღებული და გაგრილებული). შედგით მაცივარში დაახლოებით 1 საათი და
დალიეთ დღის განმავლობაში. 48 საათზე დიდხანს ნუ შეინახავთ,თორემ დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.  

რეგისტრაცია