ავტორი:
28 June 2017
5

 დაშვებულია პირველივე ფაზიდან და არის 1 დღის ულუფა

 ინგრედიენტები ბლინისთვის:
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს/კ რძე
  • შვრიის ქატო ფაზის მიხედვით 
  • მარილი ან დამატკბობელი
გულსართისთვის:
  • ხაჭო 150 გრ
  • მარილი ან შაქრის შემცვლელი

მომზადების წესი:
ერთად ათქვიფეთ კვერცხი და რძე. დაუმატეთ მარილი (ან შაქრის შემცვლელი) და შვრიის ქატო. ხაჭოს აურიეთ მარილი(ან შაქრის შემცვლელი).
კარგად გახურებულ ტაფაზე დაასხით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან. გამოდის ორი პატარა ბლინი. ტაფაზევე ბლინს ზემოდან დაადეთ ხაჭო და გადაკეცეთ.
გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია