ავტორი:
26 June 2017
1

 შეგიძლიათ მიირთვათ პირველივე ფაზიდან. 

ინგრედიენტები:
  • 1 ც კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 70 გრ კრემ-ხაჭო
  • დაახლოებით 4-5 აბი დამატკბობელი
  • ვანილი

მომზადების წესი: 
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ. კვერცხის გული ათქიფეთ, დაუმატეთ რძე და დადგით ნელ ცეცხლზე სანამ ოდნავ არ შესქელდება. გადმოდგით
ცეცხლიდან და გააგრილეთ.  ცალკე ცილა ათქვიფეთ მიქსერით დამატკბობელთან ერთად. შეურიეთ კრემ-ხაჭო. მიღებულ მასა ნელ-ნელა კოვზით შეურიეთ
შეგრილებული ათქვეფილი კვერცხის გული + რძე. დაუმატეთ ვანილი.

  მოათავსეთ თქვენთვის სასურველ ფორმებში და შედგით საყინულეში.

 აი ასეთი ნაყინი გამოვიდა:

თუ უფრო მეტი გნებავთ, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდოთ 2-ჯერ. ხსნად ყავასაც თუ დაუმატებთ,უგემრიელეს ყავის ნაყინს მიიღებთ.

Loading...

რეგისტრაცია