ავტორი:
08 February 2017
0
 
1. გემრიელია!
 იდეალურია საუზმისთვის როგორც ფაფის სახით,ასევე შერეული იოგურტთან,რძესთან ან უცხიმო ყველთან და ხაჭოსთან ერთად.
შვრიის ქატოს გამოყენება ასევე შეგვიძლია ბლინების, პიცის ცომის, მაფინების, ორცხობილების და უამრავი სხვის დასამზადებლად.
შვრიის ქატო ერთადერთი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია შეტევის და მონაცვლეობის ფაზაში და ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით
ამარაგებს,როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი, E ვიტამინი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და სხვ.
 
 
2. ამცირებს ქოლესტერინს
შვრიის ქატო შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ლიპოპროტეინებს ანუ ცუდ ქოლესტერინს. ასევე ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას სისხლში. შვრიის ქატო 50%-ით მეტ ბოჭკოვან ნივთიერებებს შეიცავს,ვიდრე შვრიის მარცვლები.  ამიტომ ვიღებთ დუკანის დიეტის დროს ქატოს და არა შვრიის ფანტელებს.

3.შვრიის ქატო მალე განაყრებთ.
მისი მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ქატოს ბოჭკოები შთანთქავენ წყალს,რაც ქმნის ნაყროვანების შეგრძნებას.
ქატო შთანთქავს მის მოცულობაზე 25 ჯერ მეტ სითხეს. როცა დანაყრებული ხართ,ნაკლები შანსია სულმა წაგძლიოთ და დიეტა დაარღვიოთ.

4.შვრიის ქატო ხელს უშლის შაქრის და ცხიმის შეწოვას ორგანიზმში.
ქატოში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში და ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების, ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების შეწოვა, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა. ასევე ხელს უშლის გლუკოზის შეწოვას ორგანიზმში.

შვრიის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობისგაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას, აძლიერებენ იმუნიტეტს. შვრიის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერიცხიმოვანი მჟავებით: ომეგა 3 და ომეგა 6–ით. როგორც სელის ზეთი, ასევე შვრიის ქატოს უჯრედისი, თავისი შემადგენლობით არეგულირებენ ესტროგენების ბალანსს ორგანიზმში. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას.

 

შვრიის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები,რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.

 
ასე რომ ნუ დაგეზარებათ ქატოს მირთმევა,ის ხომ ასეთი სასარგებლოა!

გაითვალისწინეთ,რომ ქატოს მიღება არაა რეკომენდირებული გასტრიტის მწვავე ფორმის, წყლულის, კოლიტის და ინფექციური ენტერიტის დროს.

 

ტეგები:
შვრიის ქატო
რეგისტრაცია