ავტორი:
31 May 2017
0

 გოჯი ბერი კენკროვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. კენკრას აქვს მოტკბო-მომჟავო გემო და იყიდება ძირითადად გამომშრალი ნაყოფის სახით.
იგი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ სამკურნალო მცენარედ მიიჩნევა.
გოჯი ერთადერთი დაშვებული კენკრაა დუკანის დიეტაში პირველივე ფაზიდან.
 გოჯი ბერი შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს,როგორიცაა: C ვიტამინი, A ვიტამინი, E ვიტამინი, B2 ვიტამინი, რკინა, თუთია, კალციუმი, ფოსფორი, შეიცავს 18ამინომჟავას, ბოჭკოვან ნივთიერებებს.
მასში რკინის შემცველობა 15-ჯერ მეტია,ვიდრე ისპანახში, ხოლო A ვიტამინის შემცველობა 20-ჯერ მეტია,ვიდრე სტაფილოში.
შეიცავს პოლისაქარიდებს: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4. პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს, ოთხივე პოლისაქარიდი ერთდროულად არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში არაა.
 
 სასარგებლო თვისებები:
  • ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველობის გამო აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
  • ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლის პროცესი.
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას, რადგან ბევრად მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე სხვა კენკრა და ციტრუსები. ორგანიზმი უფრო გამძლე ხდება სხვადასხვა დაავადების მიმართ.
  • ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს. ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას.
  • კენკრას გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ებრძვის დაბერების პროცესს. მისი მიღების შემდეგ სახის კანი ხდება გლუვი, მცირდება ნაოჭები.
  • აუმჯობესებს მხედველობას.
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის,ვისაც დიაბეტი აქვს.
  • წმენდს ღვიძლს და თირკმელებს. უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ეხმარება ფუნქციონირებაში.
  • მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას, აუმჯობესებს განწყობას. ასტიმულირებს ენდორფინების ანუ ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას ორგანიზმში.
  • გოჯი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს და აუმჯობესებს მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს.
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას.
  • ორგანიზმს უნარჩუნებს ნორმალურ არტერიულ წნევას

  როგორ გამოვიყენოთ გოჯი ბერი:

დაშვებულია შეტევის ფაზიდან. ცილების დღეს 1 ჩ/კ , ცილა-ბოსტნეულის დღეს- 1 ს/კ.

  1. შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებს და სალათებს.
  2. დუკანის დიეტის დროს დაუმატეთ შვრიის ფაფას.
  3. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ.
  4. მოამზადეთ ჩაი: დაასხით 1 ს/კ კენკრას 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10-15  წუთით.
  5. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხობის დროს: ნამცხვრებში, კექსებში და ა.შ.
უკუჩვენება:

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

ორგანიზმის მაღალი ტემპერატურის დროს.

არ გამოიყენოთ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს.

არ გამოიყენოთ იმ რაოდენობაზე მეტი, რაც მითითებულია რეცეპტში.



ტეგები:
გოჯი ბერი
რეგისტრაცია