დუკანური ცხელი შოკოლადი

შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის მეორე ფაზიდან.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ჭიქა 2%-მდე ცხიმიანობის რძე
- ნახევარი ჭიქა წყალი
- უშაქრო ვანილი
- დარიჩინი
- დამატკბობელი გემოვნებით
- უშაქრო კაკაოს ფხვნილი 1 ჩ/კ(მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი და რძე ცალ-ცალკე. ჭიქაში ჩაყარეთ კაკაო, ცოტა ვანილი და შაქრის შემცვლელი. დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი და ნახევარი ჭიქა ადუღებული რძე. ბოლოს დაუმატეთ დარიჩინის ფხვნილი ან დარიჩინის ჩხირი. გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
დუკანური ცხელი შოკოლადი