ავტორი:
27 May 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა+ბოსტნეული დღეს


ინგრედიენტები:
  • 400 გრ ძროხის ხორცის ფარში
  • 400 გრ ხბოს ხორცის ფარში(შეგიძლიათ ქათმის ფარშით ჩაანაცვლოთ)
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ც ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • სუნელები

მომზადების წესი:

წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. აურიეთ ძროხის და ხბოს ხორცის ფარშს. დაუმატეთ 2 ც. კვერცხი .
შეკმაზეთ მარილით,პილპილით და სუნელებით. ხელით ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაჭერით ქამა სოკო წვრილად. კარგად მოშუშეთ ტაფაზე. ოდნავ შეაგრილეთ და შეურიეთ ფარშს. მოგრძო ფორმის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის
ქაღალდი. მოათავსეთ ფარში.
 
 შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში იქამდე სანამ შეიწვება. გემრიელად მიირთვით!
 
ვიდეო ინსტრუქცია:

 

Loading...

რეგისტრაცია