ავტორი:
08 February 2017
1
შეგიძლიათ მიირთვათ მონაცვლეობის ფაზიდან.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხი 
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი ან სოდა
  • მარილი გემოვნებით
  • უშაქრო პომიდვრის სოუსი
  • დაჭრილი  მოხარშული ქათმის ფილე ან უცხიმო ლორი
  • უცხიმო ყველი ან კრემხაჭო
  • ქამა სოკო
  • ბულგარული წიწაკა
  • მწვანილები გემოვნებით

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და 2 ს/კ  შვრიის ქატო ერთად, დაუმატეთ 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი ან სოდა და მარილი. ცომი დაასხით კალკის ქაღალდზე და მიეციტ მრგვალი ფორმა. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.

შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 7-8 წუთი. როცა ცომი გამოშრება,გამოიღეთ ღუმელიდან, წაუსვით ზემოდან პომიდვრის სოუსი. მოაყარეთ უცხიმო გახეხილი ყველი ან ხაჭო. დაალაგეთ წვრილად დაჭრილი ქათმის მოხარშული ფილე ან უცხიმო ლორი, დაჭრილი პომიდორი,სოკო და ბულგარული წიწაკა. შეაბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.
დუკანური პიცა მზადაა!


Loading...

რეგისტრაცია