ავტორი:
04 May 2017
0

დაშვებულია მეორე ფაზიდან. არის 1 დღის ულუფა. თუ სახამებელს ამოიღებთ,შეგიძლიათ პირველ ფაზაშიც მიირთვათ

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 ს/კ ხორბლის ქატო
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ც კვერცხი
  • გამაფხვიერებელი დანის წვერით
  • მარილი
  • ნიორი
  • 1 ჩ/კ ზეთი
  • სუნელები(პაპრიკა,ქონდარი,მდოგვის ფხვნილი,ნივრის ფხვნილი,გამომშრალი მწვანილები)

მომზადების წესი:
ჯერ მოამზადეთ პური. ამისთვის ერთმანეთს აურიეთ შვრიის ქატო, ხორბლის ქატო, სიმინდის სახამებელი, კვერცხი, ცოტა მარილი და გამაფხვიერებელი. საცხობი ტაფა გაახურეთ კარგად. დაასხით ცომი თხლად და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
 როცა პური გამოცხვება, გაჭერით ნიორი შუაზე და წაუსვით ზემოდან. დაჭერით თქვენთვის სასურველ ფორმებად.
ერთმანეთს აურიეთ ზეთი,სუნელები და ცოტა მარილი. დაჭრილ პურს მოასხით ზემოდან,აურიეთ კარგად. კვლავ მოათავსეთ ტაფაზე და შეაბრუნეთ ღუმელში 150 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი. ხრაშუნა რომ გამოვიდეს, უნდა გამოშრეს კარგად. ღუმელს რომ გამორთავთ, სუხარიკები ისევ შიგნით დატოვეთ ცოტა ხნით. ასე უკეთესად გამოშრება. გააგრილეთ და მიირთვით გემრიელად!

Loading...

რეგისტრაცია