ავტორი:
30 April 2017
1

მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 2 დღის ულუფა.

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ს/კ ხორბლის ქატო
  • 1/3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ ზეთი
  • 1 ს/კ წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • დამატკბობელი
  • 200 გრ ხაჭო
  • ვანილი
  • 2 ჩ/კ კაკაო

მომზადების წესი:
ერთმანეთს აურიეთ შვრიის ქატო,სიმინდის სახამებელი,ხორბლის ქატო,გამაფხვიერებელი,ზეთი,წყალი,დამატკბობელი და კვერცხის გული. ცალკე ცილისგან
გააკეთეთ ბეზე და შეურიეთ ცომს. მიღებული მასა კოვზით მოათავსეთ საცხობ ტაფაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე სანამ კარგად გამოშრება(დაახლოებით 15-20 წუთი).

როცა გამოცხვება გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.

ხაჭოს დაუმატეთ დამატკბობელი,ვანილი და დატეხილი ორცხობილები.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ კოვზით აურიოთ კარგად, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი ან ჩოფერი.

მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები. თეფშზე დაყარეთ 2 ჩ/კ კაკაო და ამოავლეთ.
ხაჭოიანი ბურთულები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია