ავტორი:
28 April 2017
1

მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 1 დღის ულუფა

ინგრედიენტები:
  • 150 გრ საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი
  • 1ც ხახვი
  • პილპილი
  • 2ც კვერცხი
  • 7 ს/კ რძე
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • მარილი

მომზადების წესი:
ხახვი და მოხარშული ხორცი მოათავსეთ ჩოფერში ერთიანი მასის მიღებამდე. გადმოიღეთ ჯამში და დაუმატეთ 2 ს/კ რძე,იმისთვის,რომ ხორცი წვნიანი იყოს. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
მოამზადეთ ცომი: 5 ს/კ რძე და სიმინდის სახამებელი აურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ კვერცხი და ცოტა მარილი. ათქვიფეთ კარგად.
ტეფლონის ტაფა გაახურეთ კარგად. შეგიძლიათ 1-2 წვეთი ზეთი მოუსვათ ქაღალდის ხელსახოცით. დაასხით ბლინის ცომი და შებრაწეთ ერთი მხრიდან. ზედა მხარეს როცა ცომი შეშრება,მოათავსეთ ხორცის მასა.

გადაკეცეთ ბლინი და კუთხეები დატკეპნეთ ჩანგლით.

გადმოაბრუნეთ მეორე მხარესაც 1 წუთი და მზადაა. გემრიელად მიირთვით!



Loading...

რეგისტრაცია