ავტორი:
23 April 2017
0
დაშვებულია დიეტის მეორე ფაზიდან. ეს არის 3 დღის ულუფა

  ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
  • 3 ც კვერცხი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • დამატკბობელი
  • ვანილი
ინგრედიენტები კრემისთვის:
  • 2 ს/კ რძის ფხვნილი
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 200 მლ რძე
  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • ვანილი
  • დამატკბობელი

მომზადების წესი:
ჯერ მოამზადეთ კრემი: ამისათვის ერთმანეთს აურიეთ 2 ს/კ რძის ფხვნილი, 2 ჩ/კ კაკაო, 1 ს/კ სიმინდის სახამებელი, 200 მლ რძე, 1 ჩ/კ ჟელატინი,ვანილი და დამატკბობელი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და ხშირად ურიეთ. ადუღებას რომ დაიწყებს გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

მოამზადეთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. გულებს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, დამატკბობელი და ვანილი. აურიეთ კარგად. ცალკე კვერცხის ცილებისგან გააკეთეთ ბეზე და ნელ ნელა კოვზით შეურიეთ კვერცხის გულებს. მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ტაფაზე და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთი 180 გრადუსზე.


ბისკვიტი ამოიღეთ საცხობი ტაფიდან და გააბრტყელეთ.

 დაჭერით 8 ნაწილად

თითოეულ მათგანზე მოათავსეთ კრემი
გადაახვიეთ ისე,როგორც სურათზეა ნაჩვენები.
პ.ს. კრემი არ მეყო, ამიტომაც რაც დამრჩა გულსართად ხაჭო ჩავუდე.  გააგრილეთ მაცივარში რამდენიმე წუთით. გემრიელად მიირთვით!

Loading...

რეგისტრაცია