ავტორი:
20 April 2017
0
ეს არის ორი დღის ულუფა. მიირთვით მეორე ფაზიდან 

ინგრედიენტები:
  • 4 ს/კ შვრიის ქატო
  • 2 ს/კ რძის ფხვნილი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 4 ს/კ მაწონი
  • მარილი
  • 250 გრ 2%მდე ცხიმიანობის ხაჭო ან ყველი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ ერთად კვერცხი, ქატო, რძის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი,მაწონი,გამაფხვიერებელი და მარილი.
კარგად გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ ცომის ნახევარი და  შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით,რომ ოდნავ გამოცხვეს. 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან.

ზემოდან მოაყარეთ ყველი ან ხაჭო(თუ ხაჭოს იყენებთ,წინასწარ აურიეთ მარილი).

 ზემოდან დაასხით ცომის მეორე ნახევარი და შედგით ისევ ღუმელში.

როცა ცომი გამოშრება,მზადაა. გემრიელად მიირთვით!

 

რეგისტრაცია