ავტორი:
19 June 2019
0
 
დაშვებულია მეორე ფაზიდან, არის 1 დღის ულუფა.

ინგრედიენტები:
2 ს/კ შვრიის ქატო
1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 კვერცხი
1 ს/კ მაწონი
ვანილი და შაქრის შემცვლელი გემოვნებით
ჟოლო (100 გრამი უდრის 1 დამატებით პროდუქტს)
ხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)

მომზადების წესი:
 ერთმანეთს შეურიეთ დაფქვილი ქატო, მაწონი, კვერცხი, გამაფხვიერებელი და ვანილი. ათქვიფეთ კარგად. მიღებული მასა კოვზით დაასხით კარგად გახურებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე.
 ხაჭოს დაუმატეთ ვანილი, შაქრის შემცვლელი და აურიეთ კარგად. უფრო ერთგვაროვანი მასის მისაღებად შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
ბლინები გააფორმეთ ხაჭოთი და ჟოლოთი. გემრიელად მიირთვით!

 
   

Loading...

რეგისტრაცია