დუკანური მარწყვის ნაყინი

მეგობრებო, სასიამოვნო სიახლე მაქვს თქვენთვის. დუკანმა დიეტაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, მეორე ფაზიდან დამატებითი პროდუქტების სახით დაემატა ზოგიერთი სახეობის ხილი. დამატებითი პროდუქტების სრული სია ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ: დუკანის დიეტის დროს დაშვებული პროდუქტები
დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელეს მარწყვის ნაყინს, რომელიც დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად.
დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 1 დღის ულუფა
საჭიროა სულ 2 ინგრედიენტი:
- 200 გრ მარწყვი
- შაქრის შემცვლელი გემოვნებით
მომზადების წესი:
200 გრამი გარჩეული მარწყვი დააბლენდერეთ შაქრის შემცვლელთან ერთად (თუ შაქრის შემცვლელს აბების სახით იყენებთ,მაშინ წინასწარ დაფხვენით). მიღებული მასა მოათავსეთ ნაყინის ფორმებში ან კონტეინერში და შედგით საყინულეში. დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ როცა სრულად გაიყინება, მზადაა.

ასეთი გამოვიდა კონტეინერში მოთავსებული ნაყინი. გემრიელად მიირთვით!
გაითვალისწინეთ, რომ 200 გრ მარწყვი არის დამატებითი პროდუქტის 2 ულუფა,შესაბამისად ამ დღეს სხვა დამატებითი პროდუქტი აღარ უნდა მიიღოთ.

ტეგები:
დუკანური მარწყვის ნაყინი