კარკადეს გამაგრილებელი სასმელი

დაშვებულია პირველივე ფაზიდან ულიმიტოდ.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ კარკადეს გამომშრალი ყვავილები
- შაქრის შემცვლელი გემოვნებით
- ყინულები
მომზადების წესი:
კარკადეს ყვავილებს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ შაქრის შემცვლელი. შედგით მაცივარში და გააციეთ. სანამ მიირთმევთ, დაუმატეთ ყინულები. არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელია ზაფხულისთვის.
ტეგები:
კარკადეს გამაგრილებელი სასმელი