ავტორი:
27 April 2018
7
  
დაშვებულია მეორე ფაზიდან ცილა ბოსტნეულის დღეებში და არის 2 დღის ულუფა.

ინგრედიენტები ცომისთვის:

4 ს/კ დაფქვილი შვრიის ქატო
2 ს/კ სიმინდის სახამებელი
2 ს/კ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
4ც საშუალო ზომის კვერცხი
4 ს/კ მაწონი ან კრემხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
1 ს/კ გამაფხვიერებელი
მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
180 გრ ხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
ისპანახი ან ჭარხლის ფოთლები

მომზადების წესი:

ისპანახის ფოთლები კარგად გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ ხელით. დაჭერით წვრილად. აურიეთ ხაჭო.
 
 ცომის მომზადება: კვერცხს დაუმატეთ დაფქვილი შვრიის ქატო( დაუფქვავიც შეიძლება), სიმინდის სახამებელი, რძის ფხვნილი, მაწონი ან კრემხაჭო, გამაფხვიერებელი და მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთს. ცომის ნახევარი დაასხით საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
 
ცომი რომ გამყარდება, გამოიღეთ ღუმელიდან.
  
ზემოდან მოათავსეთ ისპანახის შიგთავსი და კარგად გადაანაწილეთ.

 
ზემოდან მოასხით დარჩენილი ცომი და შედგით ისევ ღუმელში სანამ ბოლომდე გამოცხვება.
 
გემრიელად მიირთვით!

  

რეგისტრაცია