ავტორი:
14 April 2017
1
 შეგიძლიათ მიირთვათ პირველივე ფაზიდან

ინგრედიენტები:
  • 2 ცალი ქათმის ფილე
  • ხახვი, მწვანილი(თუ პირველ ფაზაში ხართ,გამოიყენეთ მცირე რაოდენობით)
  • მარილი,პილპილი, სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
 ხორცსაკეპში ან ჩოფერში გაატარეთ ქათმის ფილე. გირჩევთ მზა ფარში არ იყიდოთ,რადგან იგი შეიცავს არადუკანურ დანამატებს. გატარებულ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები,მარილი,პილპილი და სუნელები.
 ტაფა გაახურეთ კარგად. ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი. ფარშით გააკეთეთ პატარა ბურთულები და გააბრტყელეთ. შეწვით ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია