ავტორი:
24 April 2018
2
   
დაშვებულია მეორე ფაზიდან და არის 2 დღის ულუფა

ინგრედიენტები ცომისთვის:
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
30 გრ რძის ფხვნილი (მაქსიმუმ 1.5% ცხიმიანობის)
1 ც საშუალო ზომის კვერცხი
1/3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
2 ს/კ კრემ-ხაჭო (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
შაქრის შემცვლელი და ვანილი გემოვნებით

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
2 ჩ/კ კაკაო (მაქსიმუმ 11% ცხიმიანობის)
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
100 მლ რძე (მაქსიმუმ 2% ცხიმიანობის)
შაქრის შემცვლელი გემოვნებით

მომზადების წესი:
პირველ რიგში მოამზადეთ შიგთავსი.  ერთმანეთს კარგად აურიეთ რძე, კაკაო, სიმინდის სახამებელი და შაქრის შემცვლელი. დადგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. დაახლოებით 2-3 წუთში დაიწყებს შესქელებას. გადმოდგით და გააგრილეთ.
 
მოამზადეთ ცომი. კარგად აურიეთ ერთმანეთს კვერცხი, სიმინდის სახამებელი, რძის ფხვნილი, კრემ-ხაჭო, ვანილი, გამაფხვიერებელი და შაქრის შემცვლელი.  სილიკონის ფორმაში ჩაასხით 1 ჩ/კ ცომი, შემდეგ ნახევარი ჩ/კ შოკოლადის შიგთავსი და ბოლოს ზემოდან ისევ 1 ჩ/კ ცომი მოათავსეთ.
 
გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი ან მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 6 წუთი.  გემრიელად მიირთვით!

 

რეგისტრაცია