ავტორი:
13 April 2017
0
თუ ნიორს და მწვანილს მცირე რაოდენობით გამოიყენებთ,შეგიძლიათ პირველივე ფაზიდანვე მიირთვათ

ინგრედიენტები:
  • კრევეტები
  • 1 ს/კ შვრიის ან ხორბლის ქატო
  • ნიორი
  • მწვანილები
  • მარილი,სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
მე მქონდა აი ასეთი დაკონსერვებული კრევეტები. შეგიძლიათ გაყინული იყიდოთ.

კონსერვის შემთხვევაში გადაწურეთ წვენი და გადაავლეთ ცივი წყალი. ცოტა დააცადეთ რომ შეშრეს. შემდეგ ამოავლეთ ქატოს და ცოტა მარილის ნაზავში.
ტაფაზე ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით რამდენიმე წვეთი ზეთი. შეწვით იქამდე,სანამ კარგად დაიბრაწება. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები და დაჭყლეტილი ნიორი. 1-2 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
გემრიელად მიირთვით!
 

რეგისტრაცია