ავტორი:
09 April 2017
0
  შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზიდან. არის 2 დღის ულუფა

 ინგრედიენტები გუფთისთვის:
  • 700 გრამი ინდაურის მკერდი
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს/კ შვრიის ქატო
  • მარილი,პილპილი
სოუსისთვის:
  • 600 მლ 2%მდე ცხიმიანობის რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს ხორცსაკეპში გატარებული ინდაურის მკერდი, წვრილად დაჭრილი ხახვი,დაჭყლეტილი ნიორი, 1 ც კვერცხი,შვრიის ქატო,მარილი და პილპილი. მიღებული მასით გააკეთეთ პატარა ბურთულები.
აადუღეთ ქვაბში წყალი და მოხარშეთ ბურთულები. მოხარშვის შემდეგ ნახარში არ გადაღვაროთ,შეინახეთ ცალკე.
მოამზადეთ სოუსი: ერთად ათქვიფეთ კვერცხის გული და  2 ს/კ სიმინდის სახამებელი, შემდეგ დაუმატეთ 100 მლ რძე.
დარჩენილ 500 მლ რძეს შეურიეთ 200 მლ გუფთის ნახარში და დადგით გაზზე. როცა ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ სიმინდის სახამებელის, კვერცხის და რძის ნარევი. ურიეთ 5 წუთი გასქელებამდე. შეკაზმეთ მარილით,პილპილით,დაჭყლეტილი ნივრით და მოათავსეთ გუფთები ამ სოუსში. დაახურეთ ქვაბს თავზე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
 

რეგისტრაცია