ავტორი:
07 April 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 2 დღის პორცია.

ინგრედიენტები:
  • 2ც კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • ხელოვნური დამატკბობელი გემოვნებით
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 170 გრ კრემხაჭო

მომზადების წესი:
განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. კვერცხის გულები ათქვიფეთ დამატკბობელთან და ვანილთან ერთად,ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, კაკაო და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ ხშირად. მალე შეამჩნევთ რომ გასქელებას დაიწყებს. როცა შესქელდება,გადმოდგით და გააგრილეთ.

კვერცხის ცილებისგან გააკეთეთ ბეზე. ნელ-ნელა კოვზით შეურიეთ კრემ-ხაჭო.

შეურიეთ კაკაოიანი მასა.
 ამოურიეთ ფრთხილად. მოათავსეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში.

ძალიან რომ არ გაიყინოს,ყოველ 1 საათში გამოიღეთ მაცივრიდან და ამოურიეთ ხოლმე.
გემრიელად მიირთვით!

რეგისტრაცია