ავტორი:
06 April 2017
0
მიირთვით მეორე ფაზიდან. ეს არის 3 დღის ულუფა
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
  • 6 ც კვერცხი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჩ/კ სოდა
  • 1/4 ჩ/კ ლიმონმჟავა
  • 1/2 შეკვრა ვანილი
  • დამატკბობელი გემოვნებით
  • მარილი 1/5 ჩ/კ
კრემისთვის:
  • 200 მლ 2%მდე ცხიმიანობის რძე
  • 200 გრ კრემ-ხაჭო
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • ვანილი
  • დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გულები განაცალკევეთ ერთმანეთისგან. კვერცხი უნდა იყოს ცივი,რომ კარგად აითქვიფოს.
ცილებს დაუმატეთ ლიმონმჟავა,მარილი და შაქრის შემცვლელი.ათქვიფეთ მიქსერით თავიდან ნელ რეჟიმზე,შემდეგ კი ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარეს. თქვიფეთ იქამდე,სანამ ფაფუკ მასას მიიღებთ.
გულებს აურიეთ სახამებელი,გამაფხვიერებელი,სოდა და ვანილი. ათქვიფეთ კარგად და ნელ-ნელა კოვზით შეურიეთ ათქვეფილი ცილა. მზა ცომი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. ასეთი იქნება გამომცხვარი ბისკვიტი:

 ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად ისე,როგორც სურათზეა ნაჩვენები:
 მოამზადეთ კრემი:
საცერზე გაწურეთ კრემ-ხაჭო.
ერთმანეთს კარგად აურიეთ რძე,სახამებელი,ვანილი და დამატკბობელი. ეს ნარევი მოათავსეთ ჯამით მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით,გამოიღეთ და მოურიეთ. შედგით 30 წამი ,გამოიღეთ და მოურიეთ. ასე გაიმეორეთ 3-4 ჯერ,სანამ მასა შესქელდება. კრემი უნდ აგამოვიდეს ასეთი:
  მიღებულ მასას შეურიეთ კრემ-ხაჭო და ათქვიფეთ. არ გამოიყენოთ მიქსერი.
კრემი წაუსვით ბისკვიტს ,ზემოდან მოაყარეთ ცოტა კაკაო. გემრიელად მიირთვით!


რეგისტრაცია